„დონეცკის ოლქი ოკუპანტების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება, სადაც ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება“ – ზელენსკი

დონეცკის ოლქი ოკუპანტების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იღუპება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრონტზე უკრაინული ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებიან, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთზე კი, მტერს უკან დახევას აიძულებენ.

„დღეისთვის შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ბოლო ესკალაციამ გამოიწვია მხოლოდ ის, რასაც მსოფლიო პასუხობს – პასუხობს უკრაინისთვის ახალი დახმარებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დახმარებას რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს. ფრონტზე ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებიან – აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთზე თანდათან ვაიძულებთ მტერს უკან დახევას. დონეცკის ოლქი ოკუპანტების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იღუპება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით.

მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს! მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან თავისუფლების დაცვაში! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები