გიორგი ამილახვარი: ყოველდღე, ამ წუთასაც საქართველოს პარლამენტში გახურებულია სამუშაო პროცესი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით

“ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე სწორი პოლიტიკა – მშვიდობის, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა და ვხედავთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ეკონომიკის აღდგენასთან და განვითარებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ამილახვარმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველის გუნდის დღის წესრიგშია ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაც.

“ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე სწორი პოლიტიკა – მშვიდობის, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა და ვხედავთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებასთან დაკავშირებით და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი დღის წესრიგია, ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება – მაშინ, როდესაც ზოგი დადის ბრიუსელში და ანტიქართულ საქმეს ეწევა და პირდაპირ ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამ პროცესების პარალელურად, ყოველდღე, ამ წუთასაც საქართველოს პარლამენტში გახურებულია სამუშაო პროცესი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

ეს არის ჩვენი პასუხი – მათთან ერთად თუ მათ გარეშე, არავის მივცემთ საშუალებას, იოტისოდენადაც ვინმემ თქვას, რომ რაიმე პუნქტში „ქართულმა ოცნებამ“ რამე არ გააკეთა, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები