გია ვოლსკი: არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც საქართველოს სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული.

„ჩვენი ოპონენტების პრობლემა ზოგადად ის არის, რომ არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული, პირიქით, მოწინავეთა რიგებშია სასამართლო. მათ აღელვებთ ეს თემა. ეს არის ის მთავარი თემა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ სასამართლოზე საუბრის დროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები