ჯეიკ სალივანი: აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა შენარჩუნდება

U.S. national security adviser Jake Sullivan speaks to reporters during a press briefing at the White House in Washington, U.S., July 11, 2022. REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა შენარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა კვლავ გააგრძელოს.

ამასთან, სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არა „სავარაუდო“, არამედ გარანტირებულ დახმარებაზე საუბრობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება ურყევი და მტკიცე. მე არ ვამბობ, რომ ეს [მხარდაჭერა] „სავარაუდო“ იქნება. მე მჯერა ამის და პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა ამის“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამგვარ პოზიციას კონგრესმენებიც იზიარებენ, კერძოდ კი, ორი სენატორი, რომელიც კიევს ამ კვირაში ეწვივნენ – დემოკრატი კრის კუნსი და რესპუბლიკელი რობ პორტმანი.

„ჩემს სიტყვებს არ დაეყრდნოთ: კიევში გუშინ სენატის ორპარტიული დელეგაცია იყო: კუნსი და პორტმანი, დემოკრატი და რესპუბლიკელი, რომლებმაც მედიის წინაშე დაადასტურეს, რომ, მათი აზრით, დახმარება მომავალშიც შენარჩუნდება. აშშ გააგრძელებს რესურსების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ხალხის დასახმარებლად“, – განაცხადა სალივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები