„დიდი შვიდეული“ მოუწოდებს ალექსანდრე ლუკაშენკოს, შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის ხელშეწყობა

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდეს, ბელარუსი რუსული აგრესიის თანამონაწილე არ გახადოს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის ხელშეწყობა, მათ შორის, არ დაუშვას ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის ტერიტორიას უკრაინისკენ მიმართული რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ. თუ ბელარუსის ხელისუფლება უფრო უშუალოდ ჩაერთვება რუსეთის ომში, „დიდი შვიდეული“ რეჟიმს აუტანელ დამატებით ხარჯებს დააკისრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, G7-ის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთსა და მის მოკავშირეებზე სანქციების გამოყენებით ზეწოლას განახორციელებენ.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ბოლო ესკალაციას, მათ შორის, უკრაინაში რაკეტების და ირანული თვითმფრინავების გამოყენებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ენერგო და წყალმომარაგების ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ამ თავდასხმებით რუსეთი ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები