შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 90 ერთეული T-72-ი ტიპის ტანკებსა და Hawk-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
აღნიშნული ტიპის ტანკების შეძენა ჩეხეთის რესპუბლიკისგან მოხდება, რომლის საფასურსაც ამერიკა და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან.