ვინ არის ის სამი ადამიანი, რომელმაც პუტინი უკრაინაზე თავდასხმის საჭიროებაში დაარწმუნა – The Times

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინას თავს დასხმოდა, გავლენა შესაძლოა, მისი გარემოცვიდან სამ ადამიანს მოეხდინა.

ამის შესახებ ბრიტანული The Times-ი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ძალაუფლება, პარანოია და სამი მეგობარი, რომელმაც ვლადიმერ პუტინთან ერთად შეთქმულება მოაწყო”, – ამბობს წყარო.

ინფორმაციის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედების დაწყებისკენ რუსეთის ლიდერი დაარწმუნეს – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა – ალექსანდრე ბორტნიკოვმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მდივანმა – ნიკოლაი პატრუშევმა და მილიარდერმა იური კოვალჩუკმა.

გამოცემა წერს, რომ „პუტინის უძველესმა, ყველაზე სანდო და რუსეთისა და უკრაინისთვის სამწუხაროდ, ყველაზე ქორმა და პარანოიდულმა მოკავშირეებმა“ დაარწმუნეს იგი, „დაეხსნა რუსეთი დასავლეთის მოსალოდნელი სტრატეგიული შეტევისგან პრევენციული დარტყმით“.

„უკრაინა მხოლოდ ბრძოლის ველად იქცა, სადაც ორი ყოფილი ზესახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და გახდა ადგილი, რომელიც, პუტინის ახლო გარემოცვის აზრით, უბრალოდ არ არსებობს“, – წერს სტატიის ავტორი.

​რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, მისი როლი მხოლოდ უკვე მიღებული და დაგეგმილი გადაწყვეტილების განხორციელებით შემოიფარგლებოდა.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ძალოვანი ელიტის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის უკრაინაზე თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მათ ამის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები