აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, მას სჯერა, რომ უკრაინულ ჯარებს შეუძლიათ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრის დაბრუნება.
„რაც შეეხება იმას, შეუძლიათ თუ არა უკრაინელებს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დაკავება: მე ნამდვილად მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. და რაც მთავარია, უკრაინელებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება.
ჩვენ ვიცით, რომ მათ მიმართეს მეთოდურ და უაღრესად ეფექტურ ძალისხმევას მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე კონტროლს არ დაამყარებენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ამ დრომდე ამერიკელი მაღალჩინოსნები ცდილობდნენ, რომ ხერსონის ოლქში უკრაინული ძალების კონტრშეტევასთან დაკავშირებით, მსგავსი ოპტიმისტური შეფასებები თავიდან აეცილებინათ.