რუსული ტყვეობიდან დღეს სამშობლოში კიდევ 107 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა, კერძოდ, 6 ოფიცერი და 101 რიგითი და სერჟანტი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა “ტელეგრამში” დაწერა.
მისი ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 74 “აზოვის” მებრძოლია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისისთვის ტყვეების 24 გაცვლა მოხდა და რუსული ტყვეობიდან 808 ადამიანი დაბრუნდა.