უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე შობადობა გაიზრდება.
ამის შესახებ მან ესპანურ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში თქვა.
“ვფიქრობ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო უკრაინაში, ალბათ, შობადობა გაუმჯობესდება..ეს საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ სიყვარულით დაკავდეთ და ცხოვრებით დატკბეთ. და მე სერიოზულად ვამბობ, რადგან უკრაინელები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს ურთულესი მდგომარეობიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უმჯობესია, გადარჩე მაღალი სულისკვეთებითა და ელექტროენერგიის გარეშე, ვიდრე მორალურად გატყდე და დაემორჩილო რუსეთს“.