4200 დოლარის ღირებულების საყურე და 500-დოლარიანი შარფი – ჩინეთში სახელმწიფო მოხელეს მიმართ გამოძიება დაიწყო

ჩინეთის ხელისუფლებამ ავტონომიურ რეგიონში შიდა მონღოლეთში მცხოვრებ საჯარო მოხელეს, ლი შაოლის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის საზოგადოების წინაშე 4200 დოლარის ღირებულის საყურეებით გამოჩნდა.

ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელე პრესკონფერნციაზე Van Cleef & Arpels ბრენდის საყურით და Hermes-ის 500 დოლარის ღირებულების შარფით გამოჩნდა, რასაც ყურადღება სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მიაქციეს.

საკითხმა ფართო რეზონანსი გამოიწვია და დისციპლინარულმა ადგილობრივმა კომისიამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები