რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუმინეთში, ადგილობრივი დროით 06:50 საათზე 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

რუმინეთის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ​ვრანჩას სეისმურ ზონაში, 148,8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

აღნიშნულია, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა მოლდოვაში, ბულგარეთში, სერბეთსა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები