შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამთო-სამაშველო წვრთნებს გადიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამთო-სამაშველო წვრთნებს გადიან. პირველ ეტაპზე, სწავლება სვანეთის რეგიონში, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 10 მეხანძრე-მაშველი გადამზადდა.
პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მაშველებს მაღალ მთაში სამაშველო კურსი ჩაუტარეს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მაღალ მთაში, რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციის შესრულების საკითხებში ყაზბეგსა და ბორჯომშიც გადამზადდებიან და ჯამში 28 მეხანძრე-მაშველი გაივლის წვრთნებს. სწავლება ორგანიზაცია – „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.