ერდოღანი: გერმანიის კანცლერმა თავისი პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის გაგზავნის საკითხი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მას მარცვლეულის ისეთ ქვეყნებში გაგზავნა შესთავაზა, როგორიცაა ჯიბუტი, სომალი და სუდანი.

„იქ ვითარება არ არის კარგი. თუ პრობლემა იქნება აფრიკის სხვა ქვეყნებში, ჩვენ განვახორციელებთ ამ გადაზიდვებს. ამის შესახებ ზელენსკის დღეს საღამოს ვესაუბრეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერმა თავისი პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები