ვლადიმერ პუტინი: რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული

რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ უკრაინისგან გარანტიები მოითხოვა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფანი სამხედრო მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული.

„ყველამ იცის, რომ უკრაინამ სამწუხაროდ, ეს ჰუმანიტარული დერეფანი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმის მცდელობისთვის გამოიყენა და ამ მხრივ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარცვლეულის ამ კოლონებში ჩვენი მონაწილეობა შეჩერებულიყო.

ჩვენ მოვითხოვეთ უკრაინული მხარისგან გარანტიები, რომ მომავალში მსგავსი არაფერი მოხდება, და რომ ჰუმანიტარული დერეფნები სამხედრო მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული. ამ სიტუაციაში ჩვენი თურქი პარტნიორები შუამავლის როლს ასრულებდნენ და თურქული მხრისგან თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ უკრაინამ გასცა ასეთი გარანტია, რომლის თანახმადაც აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნები სამხედრო მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია. შეთანხმების ფარგლებში ექსპორტირებული უკრაინული მარცვლეულის 46 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები