ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსი ოკუპანტები დონბასსა და ყირიმს არ დაგვიბრუნებენ, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ რუსი ოკუპანტები მათ დონბასსა და ყირიმს არ დაუბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიები უკრაინას ეკუთვნის.

„ეს ჩვენი ტერიტორიაა. თუ ისინი დონბასსა და ყირიმს არ დაგვიბრუნებენ, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გაყინული კონფლიქტის მაგალითი. ისინი იქ დარჩებიან, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და ისინი იტყვიან, რომ ეს მათი ტერიტორიებია. ეს არ იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებები, თითოეული მხარე დაელოდება მანამ, სანამ მზად იქნება დეოკუპაციისთვის. ასე რომ, ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის ომის დასრულება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები