თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებით ამარაგებს

შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწვდის რუსეთს საარტილერიო ჭურვებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენი მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად ამარაგებს [რუსეთს საარტილერიო ჭურვებით] და ჩვენ ვაპირებთ მონიტორინგს. ეს არ არის ჭურვების უმნიშვნელო რაოდენობა, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ ისინი ისეთი რაოდენობითაა, რომ ომის იმპულსი შეცვალოს“, – აღნიშნა კირბიმ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთისთვის იარაღი ან საბრძოლო მასალა არასოდეს მიუწოდებია და ამის გაკეთებას არც აპირებს. ამასთან, მან შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ „პირი დახუროს“ და შეწყვიტოს ჭორების გავრცელება, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის იმიჯის „შელახვას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები