რუსეთი ბირთვული ომის არიდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ბირთვულ ხუთეულს” მოუწოდებს, უარი თქვას მასობრივი განადგურების იარაღით პროვოკაციების წახალისებაზე, რაც მათ სასიცოცხლო ინტერესებს დააზიანებს.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მოვუწოდებთ “ბირთვული ხუთეულის” სხვა ქვეყნებს, პრაქტიკაში გამოავლინონ თავიანთი მზადყოფნა, იმუშაონ ამ პრიორიტეტულ ამოცანაზე და უარი თქვან, ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესების შელახვით აღმოჩნდნენ პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, მასობრივი განადგურების იარაღით პროვოკაციების წახალისებით, რამაც შეიძლება, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთი ბირთვული ომის დაუშვებლობის პოსტულატით ხელმძღვანელობს, რომელშიც გამარჯვებული არ შეიძლება, იყოს, ხოლო მისი დოქტრინა მხოლოდ თავდაცვით ხასიათის ატარებს და არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას.

„ბირთვული იარაღის გამოყენებით რეაგირება რუსეთის მიერ დაშვებულია მხოლოდ ჰიპოთეტურად მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით აგრესიის ან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესიის საპასუხოდ, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება“, – აღნიშნეს დიპლომატებმა.

ამავდროულად, მოსკოვი გამომდინარეობს ბირთვული იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის სფეროში, სტრატეგიული რისკებისა და საერთაშორისო ინციდენტებისა და კონფლიქტების საფრთხის შემცირების სფეროში არსებული შეთანხმებებიდან.

„ჩვენ სრულად ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას 2022 წლის 3 იანვრის ბირთვული ომის პრევენციისა და შეიარაღების გამალების აღკვეთის შესახებ ხუთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების ერთობლივი განცხადების მიმართ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხაზგასმულია, რომ ამჟამინდელ „რთულ და ტურბულენტურ სიტუაციაში“, რომელიც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების შელახვისკენ მიმართული უპასუხისმგებლო და უსირცხვილო ქმედებების შედეგია, უპირველესი ამოცანაა ბირთვული ძალების სამხედრო შეტაკების თავიდან აცილება.

„რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოების განახლებული, უფრო სტაბილური არქიტექტურის ფორმირებას, რომელიც დაფუძნებულია პროგნოზირებადობისა და გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე, თანასწორობის, განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპების დაცვასა და მხარეთა ფუნდამენტური ინტერესების ურთიერთგათვალისწინების პრინციპებზე”, – ნათქვამია განცხადებაში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები