რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებაში” დაბრუნდა

რუსეთი სტამბოლის სასურსათო გარიგებაში განაახლებს მონაწილეობას, რადგან უკრაინისგან საკმარისი გარანტიები მიიღო.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კერძოდ, უკრაინულმა მხარემ ოფიციალური პირობა დადო, რომ “საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად იქნება გამოყენებული“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„მარცვლეულის გარიგებაში“ რუსეთის დაბრუნება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა.

რუსეთი „მარცვლეულის გარიგებიდან“ გასვლის შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა,  მიზეზად შავი ზღვის ფლოტის იერიში დაასახელა.

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მარცვლეულის შეთანხმების ირგვლივ გაურკვევლობის გამო, მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასები მაშინვე გაიზარდა.

ამავდროულად, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს აგრძელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები