არჩილ თალაკვაძე: გიორგი ვაშაძე პარლამენტში იშვიათად მოდის, ანაზღაურება აუტანლად თუ მიაჩნია, შეუძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს

“გიორგი ვაშაძისთვის აუტანელი რა არის, გაუგებარია, რადგან პარლამენტში იშვიათად მოდის და სხდომებში ბოლომდე არასოდეს მონაწილეობს – თუ პარლამენტი და ის ანაზღაურება აუტანლად მიაჩნია, რომელსაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის უხდიან, შეუძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დატოვებაზე გიორგი ვაშაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადება შეურაცხმყოფელია.

„გიორგი ვაშაძის განცხადება ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რომ არა, შეურაცხყოფა. ამ ადამიანისთვის აუტანელი რა არის, გაუგებარია, რადგან პარლამენტში იშვიათად მოდის და სხდომებში ბოლომდე არასოდეს მონაწილეობს. თუ პარლამენტი და ის ანაზღაურება აუტანლად მიაჩნია, რომელსაც მოქალაქეები პარლამენტში მუშაობისთვის უხდიან, შეუძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, განცხადებების კეთებას ეს სჯობს. ასეთი განცხადების გაკეთება იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ერთიანდება და ჩნდება რუსეთის მხრიდან დაფინანსებული პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირ ხელფასს იღებენ, ცინიკური და პირდაპირი სიცრუე, მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. გიორგი ვაშაძე გაერთიანებულია იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც რუსეთი ხელფასს უხდის. ეს საკითხი რომ მიაჩუმათა და მისი მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო, არ ნიშნავს, რომ საკითხი არ არსებობს ბუნებაში. რუსეთუმეები თავის გვერდით და პოლიტიკურ გაერთიანებაში მოიკითხოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები