ქაბულის ერთ-ერთ უბანში დღეს დილით აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ გაზეთი Hasht-e Subh-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ აფეთქებულია ავტომობილი, რომელშიც “თალიბანის” რეკონსტრუქციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.
დეტალები ზუსტდება.
ცნობილია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
“თალიბანის” მთავრობაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.