დენის შმიგალი უკრაინელებს მოუწოდებს, ზამთრისთვის მოემზადონ და აუცილებელი ნივთები მოიმარაგონ

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რთული ზამთრისთვის მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ.

„სახელმწიფო ემზადება და აგროვებს დამატებით აღჭურვილობას, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი“, – განაცხადა შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მისი თქმით, უკრაინა ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების აღსადგენად მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„უკვე 12 ქვეყანა დათანხმდა დახმარებას და ამ მიზნით ბევრიც დაგვეხმარა. მაგალითად, ზოგიერთი ევროპული ქვეყნები უკრაინას ენერგოაპარატურას ბოლო 8 თვის განმავლობაში აწვდიდნენ. შესაბამისად, უკრაინას აქვს და ექნება რეზერვები განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, – განაცხადა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები