„ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს“ – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა მათი ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებაშია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ მშვიდობა, მაგრამ არის ოკუპაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხალხისთვის ადამიანური ტანჯვა შეჩერდება. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეძლოს ჯარების გადაჯგუფება და შეტევის გაგრძელება.

„ასევე იმედოვნებს, რომ დავიღლებით ან შეგვეშინდება“, – განაცხადა კაია კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები