„სრულად ვართ მობილიზებულნი, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“ – მაკრონი

ჩვენ სრულად ვართ მობილიზებულნი, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ სრულად ვართ მობილიზებულნი, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა“, – წერს მაკრონი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები