ჯანმო: “მაიმუნის ყვავილი” საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად რჩება

ჯანმო-ს, ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული საგანგებო კომიტეტმა დაასკვნა, რომ დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად რჩება.

ამის შესახებ კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სხდომის შედეგად გაკეთდა.

აღნიშნულია, რომ “მაიმუნის ყვავილის” გავრცელება საერთაშორისო დონის რისკს წარმოადგენს და მისი გავლენის შესამცირებლად ქვეყნების კოორდინებულ მოქმედებას მოითხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კომიტეტის რეკომენდაციებს დაეთანხმა.

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 109 ქვეყანაში “მაიმუნების ყვავილის” 77,2 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ივლისში ჯანმო-მ დაავადება ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები