რუსი ოკუპანტები კახოვკასა და ნოვოჩერნომორიეში ადგილობრივებს სახლებიდან ძალით ასახლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ოკუპანტები იძულებით ასახლებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხერსონის რაიონის სოფელ კახოვკაში, დნეპრის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივებს სახლებიდან ძალით ასახლებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, “სკადოვსკის რაიონის სოფელ ნოვოჩერნომორიეში რუსი სამხედროები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას მშვიდობიანი მოქალაქეებზე. მათ აძევებენ საკუთარი სახლებიდან. ამ გზით გამოთავისუფლებულ ფართებს ოკუპანტები დაიკავებენ”.