„დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს.

როგორც უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთს არ ერიდება იმის, რომ იყოს დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო/უპილოტო თავდასხმებს. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს მათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად მოეპყროს რუსეთს, როგორც გააკეთა ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – წერს თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები