პარლამენტის ბიურომ 1-4 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დაჩქარებული წესით განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს. სახელმწიფო ვალდებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მას სათანადო პირობები შეუქმნას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიიღოს, საჭირო გახდა საკანონმდელო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა. საკითხზე წამყვან კომიტეტად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა. საკანონმდებლო პაკეტში 27 კანონპროექტია და მისი ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა 2 და 3 ნოემბრის პლენარულ სხდომებზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები