დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის 34-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ესპანეთის სამეფოში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის 34-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სესიაზე განხილვის მთავარ თემას „პარლამენტი და ადამიანის უფლებები” წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე დელეგატებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმართა. მან თავისი გამოსვლა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო.

„რუსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს უკრაინაში. მის მიერ წარმოებული ომი, არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ყოველთვის დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე დიდი წვლილი აქვს საპარლამენტო მუშაობას. აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით, უნდა მივიღოთ შესაბამისი კანონები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრაში იქნება”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მიმართვის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო მოხარულია 2023 წელს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის მომდევნო სესიას უმასპინძლოს. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც 18 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს, დავით სონღულაშვილთან ერთად, ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, ანტონ ობოლაშვილი და დავით კაჭარავა იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები