მოლდოვის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონის სოფელ ნასლავჩაში უკრაინული საზენიტო სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ ნასლავჩაში კერძო სახლებში მინებია ჩამსხვრეული, სავარაუდო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
როგორც NewsMaker-ი ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით წერს, რაკეტა უკრაინის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.
რაკეტის ჩამოვარდნის ტერიტორია ქვეყნის შსს-ს მიერ არის შემოსაზღვრული, ადგილზე ოპერატიული ჯგუფია მობილიზებული.