საქსტატი: 2022 იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტი).

ნებართვების 77% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8% მოდის თბილისზე, 11.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9% – იმერეთის რეგიონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები