ინდოეთში სარემონტო სამუშაოების შემდეგ ხიდი ჩამოინგრა – სულ მცირე, 141 ადამიანია დაღუპული (ფოტო)

ინდოეთში, გუჯარათის შტატში საფეხმავლო 230-მეტრიანი დაკიდებული ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 141 ადამიანია დაღუპული, არიან დაკარგულებიც.

BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა უმეტესობა ქალები, ბავშვები ან მოხუცები არიან.

აღნიშნულია, რომ ხიდი, რომელიც ბრიტანეთის მმართველობის დროს მე-19 საუკუნეში აშენდა, ერთი კვირის წინ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახსნეს.

ტრაგედიის მომენტში მასზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი დივალს (ადგილობრივი დღესასწაული) ზეიმობდა.

ამ დროისთვის, 177-ზე მეტი ადამიანია წყლიდან ცოცხლად ამოყვანილი.

ხელისუფლება მომხდარის სრული გამოძიების პირობას დებს. დაისვა კითხვა, ჩატარდა თუ არა უსაფრთხოების შემოწმება ხიდის გახსნამდე.

შს მინისტრმა, ხარშ სანგავიმ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რამდენიმე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები