ბრაზილიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება “სოციალისტური მუშათა” პარტიის კანდიდატმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოიპოვა.
როგორც ქვეყნის ცესკო-ში განაცხადეს, მან ხმების 50,9% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ – 49,1%.
ბრაზილიაში არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბრის გაიმართა, რომლის შედეგად და სილვამ მხარდაჭერის 47,93% მოიპოვა, ხოლო ბოლსონარუმ - 43,63%.
როგორც მაშინ შედეგების კომენტირებისას და სილვამ თქვა, “კამპანიის დროს მნიშვნელოვნად ვლიდერობდით და მეჩვენებოდა, რომ გავიმარჯვებდით და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს მხოლოდ მცირედი შეფერხებაა”.
ბოლსონარუმ კი აღნიშნა, რომ მისი შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ და, მისი თქმით, ეს არის “ტყუილზე გამარჯვება”.
მხარდამჭერთა ერთგული ბაზის არსებობის მიუხედავად, ბოლსონარუს ადმინისტრაციას COVID-19 პანდემიის დროს მენეჯმენტისთვის აკრიტიკებდნენ, ასევე, იმისთვის, რომ ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყის ნაწილები ეკონომიკური ექსპლუატაციისთვის უნდა გაიხსნას.
ლულა და სილვამ კი სოციალური უზრუნველყოფის ფართო პროგრამა შექმნა, რომელმაც დაეხმარა ათობით მილიონი ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია კორუფციულ სკანდალებში ხშირად მხილებულა.
და სილვას გამარჯვება შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა, ასევე, ლათინური ამერიკის სახელმწიფოს მეთაურებმა, მათ შორის, არგენტინის, ვენესუელას, კუბას, მექსიკის და ბოლივიის.
გამარჯვების შემთხვევაში, და სილვამ პრიორიტეტებად შიმშილისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა, ხელისუფლების შტოებს შორის დიალოგის აღდგენა, კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან მთავარ მიზნად „ბიუჯეტში გაჭირვებული ადამიანის ჩასმა” დაისახა მიზნად. პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ ხელფასების წლიურ ინდექსირებას ინფლაციის მაჩვენებელზე მაღლა აწევს, ღარიბ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუზრდის, გადახედავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის გადასახადებს, ასევე, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.