განათლების სამინისტროს შენობასთან ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქება მოხდა.
ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მაჰმუდის განცხადებით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 300 ადამიანი დაშავდა. მან მოქალაქეებს სისხლის დონაციისკენ მოუწოდა.
„ეს მხდალი ტერორისტული აქტია უდანაშაულო ადამიანებზე – დანაშაულებრივ დაჯგუფება აშ-შაბაბის მხრიდან“, – განაცხადა სახელმწიფო ლიდერმა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის არის ადგილობრივი ჟურნალისტი. ასევე დაშავდნენ „ამერიკის ხმის“ რეპორტიორები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო “Reuters”-ში მუშაობდნენ.