„უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია“ – გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგი ფერფლად აქცია.

„24 თებერვალს პუტინმა მხოლოდ წესები არ დაარღვია, არამედ თამაში დაასრულა. მან ჭადრაკის დაფა იატაკზე დააგდო!“ – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერმა რუსეთის ქმედებებს „სასტიკი აგრესიის ომი“ უწოდა.

„მისი იმპერიული აკვიატებით, რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაიპყრო მიწები, ეჭვქვეშ დააყენა საზღვრები. რუსეთის თავდასხმა არის თავდასხმა ყველა იმ გაკვეთილზე, რომელიც მსოფლიომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ისწავლა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერის თქმით, გლობალური უსაფრთხოება უარესდება, მიმდინარეობს ბრძოლა დომინანტობისთვის და ჩინეთს სურს, გაზარდოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა.

„ეს ბრძოლა აყალიბებს საერთაშორისო ურთიერთობებს უახლოეს მომავალში. მსოფლიო კონფრონტაციის ფაზისკენ მიმავალ გზაზეა, თუმცა ეს იმაზე მეტად არის დამოკიდებული თანამშრომლობაზე, ვიდრე ოდესმე. კლიმატის ცვლილება, სახეობათა დაკარგვა, პანდემიები, შიმშილი და მიგრაცია – ეს ვერ მოგვარდება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზადყოფნის გარეშე“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები