აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი არ მოიცავს ახალი ტიპის შეიარაღების სისტემებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.