„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება“ – დმიტრო კულებამ ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც კულება სოციალურ ქსელში აღნიშნავს, მან უცხოელ კოლეგას მოსთხოვა, რომ ირანმა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს.

„მოვითხოვე, რომ ირანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის გამოიყენება“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები