ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს, სტეფან მაკკორმის შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი შატაკიშვილი, კომიტეტის წევრები – გიორგი კახიანი და გენრიეტა წიწავა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო საქმიანობაზე.
კომიტეტის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე. საუბარი შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა. სტუმარმა ქართველ კანონმდებლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტის გამოცდილება გაუზიარა.