გია ვოლსკი: ევროპარლამენტისთვის დეიუკნევიჩიენიზაცია ძალიან კარგი იქნება

ევროპარლამენტისთვის დეიუკნევიჩიენიზაცია ძალიან კარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო გაცილებით პოზიტიურ შეფასებებს იმსახურებს, ვიდრე ამას ზოგიერთი ევროპარლამენტარი აკეთებს.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, რაშიც ლომის წილი სწორედ “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამდაგვარ განცხადებას რასა იუკნევიჩიენე აკეთებს, ანდრიუს კუბილიუსი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი თუ გუბაზ სანიკიძე – თითოეულ მათგანს საკუთარ გამონათქვამებზე ერთნაირი პასუხი შეიძლება გაეცეს.
საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არა თუ იმსახურებს, არამედ მის მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უფრო პოზიტიური უნდა იყოს, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური ვნებებით შეპყრობილი ევროპარლამენტარისგან გვესმის”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები