ეროვნული ბანკი: უკრაინის მშპ 2022 წელს 32%-ით შემცირდება

უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 32%-ით შემცირდება.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ოქტომბრის ინფლაციის ანგარიშშია ნათქვამი.

„რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დამანგრეველი შედეგების გამო, 2022 წელს ინფლაცია 30%-მდე დაჩქარდება, ხოლო ეკონომიკა თითქმის 32%-ით შემცირდება. ამავდროულად, მომავალ წელს ინფლაციის შენელება დაიწყება და ეკონომიკა ზომიერი ტემპით გაიზრდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის მშპ 2022 წლის მეორე კვარტალში 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 37,2%-ით შემცირდა.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მშპ-ს რეალური ზრდა 4,6%-ით არის გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები