რუსი ბარბაროსები თავს ესხმიან უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიბნელეს გაბედულად, ღირსეულად გავივლით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის მთავარი შუქი თავად უკრაინაა, რომლის გულისთვისაც გაიმარჯვებენ.
„ეს არ არის იოლი დღე. რუსი ბარბაროსები თავს ესხმიან უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიბნელეს გაბედულად, ღირსეულად გავივლით. მთავარია შევინარჩუნოთ სინათლე გულში, ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის უკრაინა მთავარი შუქია. ჩვენ გავიმარჯვებთ მისი გულისთვის, დარწმუნებული ვარ, დიდება უკრაინას!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.