რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი საშიშ, სისხლიან და ბინძურ გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს, თუმცა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს საბოლოოდ მოუწევთ რუსეთთან საუბარი.
„მსოფლიოზე ძალაუფლება არის ის, რაც ე.წ. დასავლეთმა წინ წამოაყენა თავის თამაშში – მაგრამ ეს თამაში საშიშია, სისხლიანი და მე ვიტყოდი ბინძური. კოლონიალიზმით დაბრმავებულმა დასავლეთმა უკრაინაში კონფლიქტი გააღვივა, მაგრამ ქარის მთესველი, როგორც იტყვიან, ქარიშხალს მოიმკის.
მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა საღი აზრის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს მოუწევთ საუბარი დაიწყონ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, კოლონიალიზმით დაბრმავებულმა დასავლეთმა, ხელი შეუწყო უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას და ამასთან, ცდილობდა ტაივანზე კრიზისი გაეღვივებინა, რათა გლობალური დომინირება განემტკიცებინა.