გია ცაგარეიშვილი: სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა
“სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა – პროცესის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა არ წარმომიდგენია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა.
მიუხედავად პროცესის გამჭვირვალობისა, ცაგარეიშვილის თქმით, სხდომებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი სკამები, ფაქტობრივად, ცარიელია.
„სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა, როგორც ჩვენს ოპოზიციას უყვარს თქმა – ინკლუზიურია. ამ ფრაზით ხშირად აპელირებენ. პროცესის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა არ წარმომიდგენია. მათ 19 კანდიდატი ჰყავთ შერჩეული. ჩვენ ბურთი შეგნებულად გადავაგდეთ მათ მხარეს – უფლება მივეცით, თავისთვის სასურველი კანდიდატი შეერჩიათ. კეთილი უნდა ინებონ და მათ მიერვე წარმოდგენილ რომელიმე ერთ კანდიდატს მხარი ჩვენთან ერთად დაუჭირონ. როდესაც სხდომებს ვესწრები, ფაქტობრივად, მათი და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი.