ნიდერლანდებში 1-ელი ნოემბრიდან უკრაინელ ლტოლვილებს პასპორტში სპეციალური ბეჭედი უნდა ჰქონდეთ ან O-დოკუმენტი დროებითი დაცვის სტატუსის მიღებისთვის.
შესაბამისი გადაწყვეტილება ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პასპორტში სპეციალური სტიკერი იქნება იმის დასტური, რომ უკრაინელები ნიდერლანდებში ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის საფუძველზე ცხოვრობენ, შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, დასაქმების უფლება აქვთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ნიდერლანდების კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას დამსაქმებლის ნებართვის მიღების შემთხვევაში უშვებს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაზაფხულზე სპეციალური გამარტივებული პროცედურა შემუშავდა, რომლის გარდამავალი პერიოდი 31 ოქტომბერს იწურება.