უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას, სულ მცირე, 430 ბავშვი შეეწირა, 822-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად, 2677 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 331 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნულია, რომ მონაცემები საბოლოო არ არის.
მსხვერპლის რიცხვის მონიტორინგი დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ასევე, აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში გრძელდება.