შალვა პაპუაშვილი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პაპუაშვილი ხახუბიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“დიდი ტკივილია ირაკლის გარდაცვალება. ის იყო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი მეგობარი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, ქვეყანას…”, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები