Starlink-ი, როგორც სამინზე? – რუსეთი საკომუნიკაციო თანამგზავრების ჩამოგდებით იმუქრება, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე ვორონცოვმა გააცხადა, რომ აშშ-ისა და მათი მოკავშირეების კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, რუსული საპასუხო დარტყმის სამიზნე გახდეს, თუ მათ უკრაინელი სამხედროები გამოიყენებენ.

ამის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

”გვსურს, ცალკე გავუსვათ ხაზი უკიდურესად საშიშ ტენდენციას, რომელიც აშკარად გამოიხატა უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების მიერ კოსმოსში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე, მათ შორის, კომერციულ კომპონენტებზე შეიარაღებულ კონფლიქტებში“, – თქვა ვორონცოვმა.

ცნობისთვის, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცდილობდნენ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სისტემის მწყობრიდან გამოყვანას. მისი თქმით, Starlink-ი ერთადერთი საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც მოქმედებს უკრაინაში და გამოიყენება უკრაინელი სამხედროების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები