კახა კალაძე – ხახუბიას გარდაცვალებაზე: ირაკლის სახით საიმედო და ერთგული მეგობარი დავკარგე – ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს

თბილისის მერი, კახა კალაძე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს – ირაკლი ხახუბიას.
ირაკლის სახით მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი.
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები