ლუგანსკის რეგიონის საავადმყოფოში, დაახლოებით, 100 დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს – უკრაინის გენშტაბი

ლუგანსკის რეგიონის საავადმყოფოში გასულ დღეებში 100-მდე დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი “ფეისბუქის” გვერდზე იტყობინება.

კერძოდ, ოკუპანტები 24-25 ოქტომბერს გოლუბოვკას საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, ლუგანსკიდან და კადიევკადან ​რამდენიმე ქირურგიული ჯგუფი დახმარებისთვის ჩავიდა.

პარალელურად, მტრის დანაკარგი იზრდება.

„25 ოქტომბერს განადგურდა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების თავმოყრის ადგილები, ასევე, საბრძოლო მასალების საწყობის, ხერსონის ოლქის ბერისლავის დასახლების მიდამოებში. მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის დანაკარგის დაზუსტება“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები