„რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც ომში განიცადა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს ისეთი უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკა დაკარგეს, რომელიც მსოფლიოს ჯარებს არ გააჩნიათ.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებისთვის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო საჰაერო განგაში ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. საჰაერო ძალებს აქვთ შედეგი – ჩამოაგდეს ოკუპანტების კიდევ ერთი ვერტმფრენი, კიდევ ერთი დრონი.

ჩამოგდებული რუსული შვეულმფრენების ჯამური რაოდენობა უკვე 250-ს უახლოვდება. რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაკარგეს იმდენი ტექნიკა, რამდენიც მსოფლიოს არმიების უმეტესობას უბრალოდ არ აქვს და არც არასდროს ექნება. რუსეთი ამ დანაკარგების აღდგენას ვერ შეძლებს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს მტრის ასეთი ეტაპობრივი და შეუქცევადი დემილიტარიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები